კიბერ უსაფრთხოება არის პრაქტიკა დაცვის - კომპიუტერების, სერვერების, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელების და მონაცემების მავნებლური შეტევებისგან. ეს ასევე ცნობილია როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება ან ინფორმაციის ელექტრონული დაცვა. ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული მობილური კომპიუტერებით, ასევე შესაძლებელია დაიყოს რამოდენიმე კატეგორიად.
ქსელური უსაფრთხოება - არის კომპიუტერული ქსელის დაცვის პრაქტიკა, როგორც გამიზნულად შემტევებისგან ისევე მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფებისგან.
პროგრამული უსაფრთხოება - ფოკუსირდება პროგრამული უზრუნველყოფის და მოწყობილობების ვირუსებისგან დაცვაზე. დავირუსებულმა პროგრამებმა შესაძლოა მისცეს წვდომა მონაცემებზე რომლებიც განკუთვნილია დაცვისთვის. წარმატებული დაცვა იწყება პროექტირების ეტაპზე, ადრე ვიდრე პროგრამულად განთავსებამდე.
ინფორმაციული უსაფრთხოება - იცავს მონაცემების მთლიანობას და კონფიდენციალურობას როგორც საცავებში ასევე გზაში გადაცემისას.
ოპერაციული უსაფრთხოება - შეიცავს პროცესებს და გადაწყვეტილებებს მონაცემების დამუშავების დაცვაზე. მომხმარებლების უფლებებზე როდესაც წვდომა აქვთ ქსელში და პროცედურებზე რომლებიც განსაზღვრავენ სად და როგორ უნდა განთავსდეს ან გაზიარდეს მონაცემები საერთო მოხმარებისთვის.
ავარიული აღდგენა და ბიზნესის უწყვეტობა - განსაზღვრავენ როგორ რეაგირებს ორგანიზაცია კიბერ ინციდენტებზე ან სხვა ნებისმიერ მოვლენაზე რომელიც ეხება ოპერაციების ან მონაცემების დაკარგვას. ავარიული აღდგენის პოლიტიკები განსაზღვრავენ ორგანიზაცია როგორ აღადგენს თავის ოპერაციებს და ინფორმაციას, რომ დაუბრუნდეს იმავე მუშა მდგომარეობას რაც იყო მოვლენამდე. ბიზნესის უწყვეტობა - არის გეგმა, რომელსაც მიმართავს ორგანიზაცია, მცდელობას იმოქმედოს განსაზღვრული რესურსების გარეშე.
საბოლოო მომხმარებლის განათლება ეხება ყველაზე არაპროგნოზირებად კიბერ უსაფრთხოების ფაქტორს, ადამიანს. უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემთხვევით გაავრცელოს ვირუსი დაუცველ სისტემაში. მომხმარებლების სწავლება წაშალონ საეჭვო ელექტრონული წერილები, არ მიაერთოს გაურკვეველი USB მოწყობილობები და სხვა. ეს გაკვეთილები წარმოადგენენ უმნიშნელოვანეს უსაფრთხოების საკითხებს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.
გლობალური კიბერშეტევების საფრთხე იზრდება სწრაფი ტემპებით. ყოველდღიურად მატულობს მონაცემების მოპარვის რაოდენობა. სამედიცინო სერვისებმა, საცალო ვაჭრობამ და საზოგადოებრივმა პირებმა ყველაზე მეტი დარტყმა განიცადეს. უმეტესობა ინციდენტებზე პასუხისმგებელნი არიან კიბერდამნაშავეები. ამ სექტორებიდან ზოგიერთები ძალზედ მიმზიდველები არიან კიბერდამნაშავეებისთვის, რადგანაც ისენი აგროვებენ ფინანსურ და სამედიცინო მონაცემებს.
დავიწყოთ ურთიერთობა