დღესდღეობით ყველაზე დიდ მანძილზე მაღალი და საიმედო მონაცემთა გამტარობით გამოირჩევა ოპტიკურბოჭკოვანი ქსელები. მათი მეშვეობით აკავშირებენ კონტინენტებს ერთმანეთს და მთლიანად ინტერნეტის აბსოლუტური უმეტესობა ოპტიკურბოჩკოვან ქსელზეა დაფუძნებული. ამჟამად ორგანიზაციებიც თავიანთი შიდა ქსელის მოსაწყობად ფართოდ იყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიებს. ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიის ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს კაბელის სიიაფე და სიმსუბუქე. ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის ერთ წვერს ტერაბიტობით წამში მონაცემები შეუძლია გაატაროს. ხოლო მის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ოპტიკური წვერის სიმყიფე. მკვეთრ მოხრაზე შეიძლება გატყდეს ან დაკარგოს გამტარიანობა. ამიტომ კაბელის გარსი შეძლებისდაგვარად მყარი აქვს და ზოგიერთ შემთხვევებში ბრონირებულიც კი. მაგალითისთვის, ოკეანის ფსკერზე ჩადებული კაბელები გამოირჩევა მაღალი დონის დაცვით, როგორც გაჭიმვაზე ისე დაწოლაზე. თანამედროვე ქსელური აპარატურის უმეტესობას აქვს ოპტიკური კაბელის მიერთების შესაძლებლობა შესაბამისი ტიპის ინტერფეისების გამოყენებით. ოპტიკური ღეროები ტექნოლოგიურად იყოფა ორ კატეგორიად. ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტიპებად. მრავალნაკადიანი ბოჩკოს უარყოფითი მხარეა მისი გავრცელების მოკლე მანძილი. მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 800 მეტრამდე. ხოლო ერთნაკადიანი ბოჩკოს შემთხვევაში მანძილები გაცილებით დიდია. შესაძლებელია ასეულობით კილომეტრებიც იყოს. ოპტიკური ბოჩკოს ღერო შედგება ორი ფენისგან. გარე გარსის დიამეტრი დაახლოებით 125 მიკრომეტრია. ხოლო შიდა ღეროს დიამეტრი ერთნაკადიანის შემთხვევაში დაახლოებით 9 მიკრომეტრი და მრავალნაკადიანის შემთხვევაში დაახლოებით 50 მიკრომეტრი. ოპტიკური ტექნოლოგიის ერთ-ერთ სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ოპტიკური ღეროს გადაბმის ტექნოლოგიის სირთულე. მისი ზომებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალტექნოლოგიური, ზუსტი და ძვირადღირებული შედუღების აპარატურა სჭირდება.
ჩვენს კომპანიას ოპტიკურბოჩკოვან კაბელებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ტექნოლოგიის სირთულიდან გამომდინარე მასთან მუშაობა მოითხოვს ვიწრო და სპეციფიკურ ცოდნას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება.
დავიწყოთ ურთიერთობა