ოპტიკურ-ბოჭკოიანი პასიური კომპონენტი — ოპტიკური პიგტეილი (Pigtail), მოდელი Pigtail-SC-UPC-SM-W-0-9-1m. ეს არის 1 მეტრი სიგრძისა და 0.9 მმ სისქის (თეთრი ფერის) მქონე ერთნაკადიანი (Single-mode, SM) ოპტიკური კაბელი. მის მხოლოდ ერთ ბოლოზე დამაგრებულია მაღალი ხარისხის SC/UPC ტიპის კონექტორი, ხოლო მეორე ბოლო ღიაა ოპტიკურ მაგისტრალურ ან სადისტრიბუციო კაბელთან შესადუღებლად (Splicing). UPC (Ultra Physical Contact) გაპრიალების ტექნოლოგია უზრუნველყოფს სიგნალის გადაცემის მაღალ ხარისხსა და მინიმალურ დანაკარგს (Insertion Loss). იგი ფართოდ გამოიყენება გამანაწილებელ კოლოფებსა (ODF) და სხვადასხვა ოპტიკურ ქსელებში კაბელის დასაბოლოებლად.
სტანდარტი: G657A1
კონექტორის ტიპი: SC/UPC
ოპტიკური ბოჭკო: ერთ-ნაკადიანი
მაქსიმალური დანაკარგი: < 0.3db
სიგრძე: 1მ