ოპტიკურ-ბოჭკოიანი ქსელის პასიური კომპონენტი — შეერთების (შედუღების) დამცავი კოლოფი, მოდელი SPB-RO. ეს არის მცირე ზომის ყუთი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ოპტიკური ბოჭკოების შეერთების წერტილისა და მისი დამცავი მილაკის მექანიკური დაზიანებისა და გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან (მტვერი, ნესტი) დასაცავად. იგი ძირითადად გამოიყენება მომხმარებლამდე მიმყვანი კაბელის გაწყვეტის შემთხვევაში კავშირის აღსადგენად ან სადენის გადასაბმელად. კოლოფის მყარი აგებულება უზრუნველყოფს ოპტიკური კავშირის ხანგრძლივ და საიმედო მუშაობას.
თავსებადი: 2 მმ და 3 მმ დროფ კაბელთან.
ზომა:12(დ)*102მმ
სამუშაო ტემპერატურა: -25~65℃