ოპტიკურ-ბოჭკოიანი პასიური კომპონენტი — ოპტიკური პიგტეილი (Pigtail), მოდელი Pigtail-SC-APC-SM-W-0-9-1m. ეს არის 1 მეტრი სიგრძისა და 0.9 მმ სისქის (თეთრი ფერის) მქონე ერთნაკადიანი (Single-mode, SM) ოპტიკური კაბელი. მის მხოლოდ ერთ ბოლოზე დამაგრებულია მაღალი ხარისხის SC/APC ტიპის კონექტორი, ხოლო მეორე ბოლო ღიაა ოპტიკურ მაგისტრალურ ან სადისტრიბუციო კაბელთან შესადუღებლად (Splicing). APC (Angled Physical Contact) გაპრიალების ტექნოლოგია უზრუნველყოფს სიგნალის უკუარეკვლის (Return Loss) მინიმუმამდე დაყვანას, რაც იდეალურია მაღალი სიზუსტის ვიდეო და მონაცემთა გადაცემის სისტემებისთვის. იგი ფართოდ გამოიყენება გამანაწილებელ კოლოფებსა (ODF) და FTTH ქსელებში ოპტიკური კაბელის დასაბოლოებლად.
სტანდარტი: G657A1
კონექტორის ტიპი: SC/APC
ოპტიკური ბოჭკო: ერთ-ნაკადიანი
მაქსიმალური დანაკარგი: < 0.2db
სიგრძე: 1მ